ფორუმი

2019 წლის 13 აპრილს 13 სააათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში შედგება გვარიშვილთა საორგანიზაციო შეხვედრა. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ.

———————————————————————————————————————————

Medulashvili.ge შეიქმნა მედულაშვილების და ყველა მამულიშვილის ერთმანეთთან ურთიერთობის ხელშეწყობისათვის. ვებ-გვერდი მუდმივად დახვეწის პროცესშია და ერთიანი ძალისხმევით, იმედი გვაქვს, რომ წმინდა საგვარეულო საქმეს მოემსახურება.

2013 წლის 28 თებერვალს გაიმართა მედულაშვილების შეხვედრა საგვარეულო ხატის კურთხევის და გვარის დალოცვის დღის აღსანიშნავად. წარმატებით ჩატარდა დაგეგმილი ღონისძიება –  2013 წლის 24 თებერვალს მედულაშვილების გვარის კურთხევა ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ სამების საკათედრო ტაძარში.

გვარის დალოცვის შემდეგ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლ. 100-მა მედულაშვილმა. შეხვედრაზე დაიგეგმა გვარისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება და ვებ-გვერდის მეშვეობით ერთმანეთისთვის გაზიარება.

მოძიების პროცესშია გვარის ისტორიული წარმომავლობის საკითხი. მიმდინარეობს მუშაობა მედულაშვილების გერბის შექმნაზე. სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია სიმბოლური თანხით, ან რჩევებით მონაწილეობა მიიღოს ამ წმინდა საგვარეულო საქმეში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარების მიღება ვებ–გვერდის მოწყობისა და ახალი ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ. უკვე ხუთი წელი გავიდა გვარის კურთხევიდან და ვნახოთ რა დავთესეთ, რა შეგვიძლია მოვიმკოთ.

ღმერთმა დალოცოს მედულაშვილების გვარი !

გაგიმარჯოთ და ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

IMG_1086

  

IMAG2469

სასურველია ყველამ გამოგვიგზავნოს ინფორმაცია თავის შტოს და ოჯახის წევრების შესახებ. ჩვენ გვინდა ყველა მედულაშვილი ერთმანეთს დავაკავშიროთ, გავაკეთოთ მედულაშვილების აღრიცხვა მსოფლიოს მაშტაბით. მოწოდებულ კორექტულ ინფორმაციას ადმინისტრატორი ასახავს ვებგვერდზე ( მაქსიმუმ 1 დღის დაგვიანებით). ჩვენ ამჟამად ვცდილობთ განვათავსოთ ნომინალური ინფორმაცია. ვებ–გვერდის შემდგომი განვითარება მოხდება მხოლოდ ყველა მედულაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ჩვენ ველოდებით ინფორმაციას მედულაშვილების მიღწევების შესახებ, საოჯახო სურათებს, წინაპრების სურათებს, ვიდეორგოლებს, გენეალოგიურ ხეებს. ჩვენ გაგვიხარდება თუნდაც ის, რომ სხვადასხვა ადგილზე მცხოვრები მედულაშვილები ერთმანეთს მოიკითხავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *