სიახლეები

ჰერალდიკოსის ნამუშევარი ერთერთი ვარიანტი

Medulauri

გერბის ერთერთი ვარიანტი

IMAG3600

 

ჰერალდიკოსის ნამუშევრები

gerbi 1gerbi 2gerbi 3

 

კიდევ შევხვდებით ღერბების სპეციალისტს და შემდგომ უფრო ჩამოვყალიბდებით.

ზეზვა მედულაშვილის იდეაა, რომ სასურველია ღერბზე ხარი, ან ვერძი ჩანდესო, როგორც ძლიერების სიმბოლო. ნებისმიერ წინადადებას ჩვენი ლოგიკური დასაბუთება უნდა მოვაყოლოთ: რატომ ვირჩევთ ამა თუ იმ სიმბოლოს ღერბში. ყველა ეს ნაფიქრალი გამოჩნდება ვებ-გვერდზე უახლოეს დღეებში. ნებისმიერი წინადადება უნდა კარგად ავწონ-დავწონოთ, რადგან ღერბი ჩვენს მომავალ თავისებურებებსაც განსაზღვრავს და შეიძლება ჩვენი გვარის განვითარებაზე გარკვეულწილად მოახდინოს გავლენა.

ამ საკითებს კიდევ გავარკვევთ, მაგრამ მაინც გიგზავნით ერთი ამოსუნთქვით დახატულ კონცეპტებს, რომლებსაც პრეტენზია არა აქვთ პირდაპირი სახით დამტკიცებაზე. სასურველია ამგვარი ფორმით გავაკეთოთ ჩვენი გვარის ღერბი. ეს არის საწყისი მასალა მუშაობის დასაწყებად.

უნდა გავითვალისწინოთ: რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი გვარისთვის, რა გვახასიათებს, რით უნდა წარმოვჩნდეთ საზოგადოებაში, რა უნდა ჩანდეს ღერბზე, რაც გვაერთიანებს?

სასურველია ავკრიფოთ საძიებო სიტყვა ღერბი, ან გერბი და ინტერნეტში შეიძლება მოვიძიოთ მდიდარი ინფორმაცია საგვარეულო ღერბების შესახებ. შემდგომ, მეტი წარმოდგენა გვექნება და უფრო დავხვეწავთ მედულაშვილების ღერბს.
ჩემი აზრით, ღერბი უნდა გამოხატავდეს ჩვენი გვარის სიამაყეს, დანიშნულებას ქვეყნიერებაზე, ჩვენს ხასიათს და მომავლის იმედს. ჩვენი გვარის წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის რაც პრიორიტეტულია, ღერბზე უნდა იყოს გამოსახული და ჩვენი ერთიანობა ამ ღერბის გარშემო უნდა გავამყაროთ.

ესეც განხილვის საკითხია და ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. არ არის აუცილებელი 24 თებერვლამდე ღერბის გაკეთება, მაგრამ – სასურველია უახლოეს პერიოდში ღერბის შემუშავება და დამტკიცება.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *