სათათბირო

სასურველია ყველა ოჯახმა დაგვიდასტუროს თავისი სურვილი მედულაშვილების გვაროვნულ საზოგადოებაში გაწევრიანებისა.

ყველა ცალკე არსებულ დასახლებულ პუნქტში გვსურს მედულაშვილების ოჯახების აღწერა, მათგან წარმომადგენლობითი დელეგატების შერჩევა, რაც მოხდება თვით ამ პუნქტში მცხოვრები ოჯახების გადაწყვეტილებით. ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ შემდგომ ყველა სერიოზული გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძირითადად სათათბიროს წევრების მიერ.

სათათბიროს ფუნქციები განისაზღვრება ყველა მედულაშვილის ერთობლივი თანამონაწილეობით.