სხვადასხვა

არაშენდის სკოლის გაზეთი პირველი მერცხალი 2010წ

ზეზვა მედულაშვილის თარგმანები, აზერბაიჯანული ბაიათები

ზეზვა მედულაშვილის თარგმანები, საიათნოვა

ნომადი ბართაიას ჩანაწერები ზეზვაზე

ადგილის დედის მონატრება, ლექსი       ლექსის ტექსტი

ქართული პოეზიის ანთოლოგია

რადიოთეატრი 160 მბ

არაშენდელი თამაზ ( ტიკო ) მედულაშვილს მიძღვნილი ლექსები :

ლექსი დაწერილი თამაზის სიცოცხლეში:

ტიკოს

ის ჩვენს სოფელში და არა მარტო,

სად არ ყოფილა სუფრის თამადა,

მოგეხსენებათ და ყველა იცნობთ,

ეს არის ჩვენი ტიკო თამაზა.

თეთრი ულვაშით, ჭაღარა თმებით,

წიგნებნაკითხი დარბაისელი,

მრავალი ამბით, აქია ლექსით,

სტუმარს აოცებს თავისი ენით.

ჭირში მომთმენი, ლხინში მომლხენი,

ყველა საქმეში გვერდით დამდგომი,

თხრობა ლამაზი, სუფთა ქართული,

სიტყვა პასუხი – დინჯი კახური.

გლეხური ენით მოლაპარაკე,

თანამედროვე აზრით ხალხურით,

კვლავ გაგაოცებს მჭევრმეტყველება,

და მისი ლამაზ სიტყვათა წყობა.

თუ კარგად უსმენ, თუ გაქვს შეგნება,

დაგეუფლება კარგი განწყობა,

კახური ქუდით დამშვენებული,

დარბაისლურად მოსიარულე.

ყველას გვაოცებს იუმორებით,

ახალგაზრდების მოსიყვარულე.

ის მუდამ გვლოცავს ჩვენც ვადღეგრძელოთ.

ჩვენი ლამაზი სუფრის თამადა.

თეთრი ულვაშით დამშვენებული

მედულაშვილი ტიკო თამაზა.

ლექსი დაწერილი თამაზის გარდაცვალების შემდეგ:

ამ მოკლე წუთისოფელში,

მოვედი წამიწამადა.

მიყვარდა ჩემი სოფელი,

ვიყავი სოფლის თამადა.

წავედი, არვინ არ დამრჩა,

მხოლოდ დავტოვე სახელი,

ტიკო ვარ მედულაშვილი,

ერთ-ერთი ნაღდი კახელი.

მიყვარდა ჩემი ქვეყანა, –

მიწა, მამული, სოფელი.

ახლა უფლის გზას მივყვები,

ეკლით და ცრემლით მოფენილს.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *